LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ანტირეკორდებისკენ მიიწევს

59

რუსეთმა ევროპის ჩემპიონატზე მე-13 მატჩი წააგო და დანიის ანტირეკორდს მიუახლოვდა.
ახლა უკვე უელს შეუძლია ლეონიდ სლუცკის გუნდი პირველ ადგილზე გადაიყვანოს.
მოგეხსენებათ, რუსეთმა სლოვაკეთთან წააგო, რაც მე-13 აღმოჩნდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისთვის, დანიას კი 14 წაგება აქვს.
რუსეთი უელსს 20 ივნისს ტულუზაში ეთამაშება.

სხვათა შორის, რუსეთმა ერთი ანტირეკორდი უკვე დაამყარა: ინგლისთან მატჩში მათ ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ერთი დარტყმა მოახერხეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მერე რუსებს ჩრდილო ირლანდიელებმა აჯობეს – 0 დარტყმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g