LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არ მოითმენს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უტიფრობას – სერგეი ლავროვი

97

რუსეთი არ მოითმენს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უტიფრობას და რუსი დიპლომატების გაძევებას შესაბამის პასუხს გასცემს,- ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განუცხადა.

„ვუპასუხებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. ასეთი უტიფრობის მოთმენა არავის სურს და არც ჩვენ ვაპირებთ ეს ვითმინოთ“, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g