რუსეთი “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზს რუბლებში მიყიდის. ვლადიმირ პუტინმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
“არამეგობრულ ქვეყნებს” ბუნებრივი აირის შესაძენად რუსეთში სპეციალური საბანკო ანგარიშის გახსნა მოუწევთ.
“უფასოდ არავინ არაფერს გვაძლევს და არც ჩვენ ვაპირებთ ქველმოქმედებას” – აღნიშნა პუტინმა
პრეზიდენტის განკარგულება ძალაში 1 აპრილიდან შევა.