აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში ბრუნდება.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში, ანტონოვმა განაცხადა, რომ ამერიკაში ოპტიმისტური განწყობით ბრუნდება და დასძინა, რომ უკვე რამდენიმე შეხვედრაც აქვს დაგეგმილი.
ანტონოვი და ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მოსკოვში საკუთარმა ქვეყნებმა ორ ქვეყანას შორის სიტუაციის გაუარესების გამო კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.
16 ივნისს ჟენევაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების ელჩებს სამუშაოზე დააბრუნებდნენ.