LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ცაში სსრკ-ს დროინდელ, ნავთის „მჭამელ” თვითმფრინავებს აბრუნებს

73
Aeroflot_Ilyushin_Il-86

დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთი ცაში დააბრუნებს მოძველებულ, არაეკონომიურ, სსრკ-ს დროინდელ სამგზავრო თვითმფრინავს, ილ-86-ს. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ სამი ასეთი თვითმფრინავის აწყობა რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-თვის მალე დასრულდება. მისივე გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიისთვის კიდევ ორი ​​სატვირთო თვითმფრინავი ილ-96 აეწყობა.

„S7 Airlines-ს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კომპანიამ საბჭოთა კავშირის ყველა თვითმფრინავზე უარი 2008 წელს თქვა და მთლიანად გადაეწყო დასავლური წარმოების Airbus-ის, Boeing-ის და Embraer-ის გამოყენებაზე“, – წერს „ავიანიუსი“.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომლის ფარგლებშიც, რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო ხომალდების, სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ასევე, მათი ტექნიკური მომსახურება შეიზღუდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g