„რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ზაპოროჟიეს თუ სხვა ატომური ელექტროსადგურების გარშემო ხდება, საშიში და საფრთხის შემცველია. ეს არის რუსეთის მცდელობა, შანტაჟის გზით, რამენაირად უკრაინული მხარე მოლაპარაკებებსა და თუნდაც დროებით შეთანხმებაზე დაიყოლიოს, რადგან თავად რუსებს ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ძალიან გაუჭირდათ“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ „რონდელის“ ფონდის მკვლევარმა, აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა.
ბატიაშვილი ზაპოროჟიეს ირგვლივ ბრძოლები ეს არის რუსეთის მცდელობა, შანტაჟის გზით, რამენაირად უკრაინული მხარე თუნდაც დროებით შეთანხმებაზე დაიყოლიოს
მან ჩვენთან საუბრისას უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ირგვლივ მიმდინარე ბრძოლის საფრთხეები შეაფასა და თქვა, რომ იმის გამო, რომ უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რუსებს ძალიან ეშინიათ, რომ დაკავებული ტერიტორიები დაკარგონ, რადგან ეს საფრთხე მათთვის რეალურად არსებობს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო ერთი ენერგობლოკი დაიხურა – „ენერგოატომი“
„სწორედ აქედან გამომდინარე, მიაღწიეს რა, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ტერიტორიების დაკავების თვალსაზრისით, ახლა ცდილობენ, ეს ტერიტორიები არ დაკარგონ და როგორმე სამშვიდობო ზავს გამოკრან ხელი.“ – უთხრა „ფორტუნას“ ზურაბ ბატიაშვილმა.
ამავე თემაზე:
რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს: ზელენსკი