LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო ერთი ენერგობლოკი დაიხურა – „ენერგოატომი“

55
zaporoJie

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა, რომელიც ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია.

აღნიშნული ინფორმაცია ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.

იქამდე ორლოვმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ელექტროსადგურამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან რუსულმა ძალებმა წინასწარ შეთანხმებული მარშრუტები დაბომბეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ უკრაინული მედიები ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერენ. მათი ცნობით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად მოქმედი მე-5 ბლოკი გაითიშა, დაზიანდა სარეზერვო ენერგიის წყარო და გააქტიურდა მეორე ენერგობლოკი.