LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა

47
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 22

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა.

ის ელექტროგადამცემი ქსელიდან მას შემდეგ იყო გათიშული, რაც რუსეთის იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა.

ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის შესახებ მოწოდება IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ კვლავ გაიმეორა.

„მეტი დროის დაკარგვა არ შეგვიძლია. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ძალიან გვიან არ იქნება“, – აღნიშნა გროსიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები