LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ბათილად მივიჩნევთ: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

45
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება და „ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ბათილად მივიჩნევთ“

საგარეო უწყება გმობს ამ დანაშაულს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რისკებსა და საფრთხეებს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს და სხვა პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილონ რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დანაშაულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების გრძელ სიას დღეს დაემატა კიდევ ერთი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების უკანონო მცდელობა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას ბათილად მივიჩნევთ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ დანაშაულს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რისკებსა და საფრთხეებს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.