LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი შეცდა, როცა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა, როცა მიიერთა ყირიმი“ – ოლეგ ბასილაშვილი

789
ოლეგ-ბასილაშვილი

ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ გამოცემა  „სოლენკა ინფო“ წერს. ოლეგ ბასილაშვილმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე და ამბობდა, რომ უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგების გვერდით დგას. ამჯერად კი მსახიობის განცხადება უფრო ხისტი გახდა.

ბასილაშვილის თქმით, რუსეთი შეცდა, როცა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა: „რუსეთი შეცდა, როცა დაიწყო სხვა სახელმწიფოს საქმეების გარჩევა, ყველა უთანხმოებას გადაწყვეტს უკრაინელი ხალხი, რუსეთს არ უნდა მიეერთებინა ყირიმი“ – ამბობს 87 წლის მსახიობი.

„შეწყვიტეთ ომი, პატივი ეცით ღირებულებებს“ – ოლეგ ბასილაშვილისა და ალისა ფრეინდლიხის წერილს 70-მდე რუსი ხელოვანი შეუერთდა

„ეს ომი სამუდამო დაღს დატოვებს ჩვენს ურთიერთობებში, ძალიან მძიმედ ვარ, ძალიან განვიცდი“ – ოლეგ ბასილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g