რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლეონიდ კალაშნიკოვმა ამის შესახებ დღეს, 22 მარტს, ეკონომიკურ ფორუმზე – „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:
„მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის საკითხებზე, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ – ძალიან მგრძნობიარე საკითხებია, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ“, – თქვა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
კალაშნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რთული იქნება იმის თქმა, თუ როდის და რა თანმიმდევრობით მიიღება ეს გადაწყვეტილებები.
რუსეთის დუმაში საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს მხარს უჭერენ