LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მივესალმებით, რომ საქართველოში შექმნილი პროდუქტი რუსულ ბაზარზე გადის – რაც მეტი ტურისტი ჩამოვა, მეტ ფულს დახარჯავს, ამით ადამიანები კეთილდღეობას იგრძნობენ 

130
კახა კალაძე - რადიო _თავისუფლების_ ფოტოა!

„რატომ არის პრობლემა პირდაპირი ფრენები? თან, ამას აპროტესტებენ ისინი, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც დავკარგეთ ტერიტორიები, გავაუბედურეთ ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დაკარგული სოფლები და მესამე, მეოთხე დღეს მოსაწვევ წერილებს გზავნიდნენ, რომ რაღაც სახალხო ურთიერთობა აღედგინათ და კონცერტები ჩაეტარებინათ საქართველოში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამ განცხადებით კალაძემ უპასუხა კითხვას, რუსული მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც რუსული კომპანიები აღიარებენ, რომ საქართველო მათ ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე პროდუქციის ექსპორტში ეხმარება.

„რატომ ეყრდნობით რუსული მედიას? თქვენ ხომ რაც რუსულია არაფერი გჯერათ და ამ შემთხვევაში, რატომ ეყრდნობით რუსულ მედიას ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

მარია ზახაროვა: ავიამიმოსვლის განახლება დასავლეთის სანქციებს არ არღვევს - აშშ-სა და EU-ს წარმომადგენლები არ წყვეტენ მცდელობებს, შეარყიონ სიტუაცია რეგიონში

„არ წყვეტენ თავიანთ მცდელობებს უკარნახონ თავიანთი ნება და დააწესონ თავიანთი სტანდარტები სუვერენულ სახელმწიფოებზე“.

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ ბიზნესს მივესალმებით, ასევე მივესალმებით ტურიზმს. რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში მეტ ფულს დახარჯავს, მივესალმებით ამ ყველაფერს იმიტომ, რომ ამით კეთილდღეობას იგრძნობენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები.

მივესალმებით იმას, რომ საქართველოში შექმნილი პროდუქტი და პროდუქცია გადის რუსულ ბაზარზე, ამით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, გლეხი, ვინც 24 – საათიან რეჟიმში შრომობს, მუშაობს და არაფერია ცუდი იმაში, რომ მის მიერ შექმნილი პროდუქტის და პროდუქციის რეალიზება შესაძლებელი იქნება რუსულ ბაზარზე, საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს.

პრობლემას არ წარმოადგენს პირდაპირი ფრენები, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ხმელეთიდან უამრავი ადამიანი შემოდიოდა და პრობლემა არ იყო, თუ ერევნის გავლით მოფრინავდნენ და შემდეგ საქართველოში ჩამოფრინდებოდნენ, პრობლემა არ იყო, რატომ არის პრობლემა პირდაპირი ფრენები?

კალაძე: მინდა მჯეროდეს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ – არ მინდა, უსამართლო გადაწყვეტილებით, მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს

თან, ამას აპროტესტებენ ისინი, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც დავკარგეთ ტერიტორიები, გავაუბედურეთ ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დაკარგული სოფლები და მესამე, მეოთხე დღეს მოსაწვევ წერილებს გზავნიდნენ, რომ რაღაც სახალხო ურთიერთობა აღედგინათ და კონცერტები ჩაეტარებინათ საქართველოში.

რამეს ხომ არ ვიტყუები, რამეს ხომ არ ვაჭარბებ? ეს იყო სამწუხარო რეალობა. ეს ადამიანები მოგვიწოდებდნენ, პირდაპირ გამოდიოდნენ, რომ მიესალმებოდნენ რუსულ ბიზნესს, რუსი ტურისტების შემოსვლას.

კალაძე: 2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება – ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ პრემიერს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს

პრეზიდენტი ია-ვარდებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და დღეს, ისევ ეს ადამიანები გვიპროტესტებენ ამ ყველაფერს, რომ ტურისტი არ უნდა შემოვიდეს, ბიზნესი არ უნდა გაკეთდეს. მარტივად, რომ ვთქვა, ეს არის ორმაგი სტანდარტი.

რაც შეეხება სანქცირებულ კომპანიებს, თქვენ ვერცერთ მაგალითს მოიტანთ, რომ სანქცირებულ კომპანიას საქართველოში ბიზნესი ჰქონდეს ან რაიმე საქმიანობას ეწეოდეს“. – განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი: მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია?

 

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები