LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია?

161
papuashvili

მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გამოთქმული შეშფოთების შეფასებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს ზედაპირულობას.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში დისკუსია ბავშვურ დონეზე მიდის.

კალიურანდი: დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა - არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა

„წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.“

„ამ ადამიანებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ რაღაც ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო. ევროპარლამენტში დისკუსია ასეთ ბავშვურ დონეზე რომ მიდის, ეს უკვე თავად აჩვენებს, რა ტიპის სიღრმეებთან გვაქვს საქმე. საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა. აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რაც საქართველო-რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა. ამ ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით მიმართეს. ამ შემთხვევაში შეეძლოთ უარი ეთქვათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით, სანქციის დაწესებით. როცა საუბრობენ, რომ თანხმობა იყო საჭირო, საქართველო თუ რუსეთს სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ ორმხრივი ფრენები არ დაგვეშვა.

„სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს“ – შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია, თუ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი გვეუბნება და ყველა დედაქალაქში გვეუბნებიან, რომ არ უნდა დავუწესოთ? არ მგონია, ბრიუსელელი ბიუროკრატები თავიანთი თბილი კაბინეტებიდან წყვეტდნენ, საქართველო უნდა წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობას და უპასუხისმგებლობას აჩვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას“ – კალაძე კალიურანდის განცხადებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები