LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის და კეთილდღეობის ზონად: სერგეი ლავროვი

199
ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანისა და სომხეთის კოლეგებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებით არის დაინტერესებული.

როგორც ლავროვმა დასძინა, მოსკოვი ასევე დაინტერესებულია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები