„რუსეთი დანარჩენ უკრაინას დაკარგავს, თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს აღიარებს,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინის რეჟიმს ნეონაცისტური რეჟიმის ყველა თვისებები აქვს“.
„ჩვენ არ ვებრძვით უკრაინის რეჟიმს. უკრაინის რეჟიმს, რომელსაც ნეონაცისტური რეჟიმის ყველა თვისებები აქვს, უკრაინის მოქალაქეები ებრძვიან, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ,“ – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან არ იომებს.
„უკრაინასთან ჩვენ არ ვიომებთ. ამას გპირდებით,“ – დასძინა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, რუსეთი არ დაუშვებს აგრესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.
„დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ აგრესორებს იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.