რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო მას “სიურპრიზს” ჰპირდება, რომელიც მისივე თქმით სამხედრო-ტექნიკური ხასიათის იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის გათვალისწინებით და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანება ნატოში. გადაწყვეტილება ყოველივე ამის საფუძველზე იქნება მიღებული, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.