LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას” – პუტინი ალან გაგლოევს “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებას ულოცავს

123
Untitled design (6)

რუსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ერთმა კრიმინალმა ჩაანაცვლა მეორე კრიმინალი“ – პაატა დავითაია სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე

ვლადიმირ პუტინის მისალოცი ტექსტი kremlin.ru-ზე ქვეყნდება.

“ძვირფასო ალან ედუარდოვიჩ, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო.

იმედი მაქვს, რომ თქვენი საქმიანობა ამ მაღალ თანამდებობაზე ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

თავის მხრივ, რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი ჩვენი მეგობრების ყველა შესაძლო მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტასა და ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გისურვებთ წარმატებებს, ასევე ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

პატივისცემით, ვლადიმერ პუტინი”, – წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი გახდა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს