LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ისრაელს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ვერ გამოიყენებს – ისრაელის საგარეო

169
BeFunky-collage (1)

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაფიდის განცხადებით, რუსეთი ისარაელს სანქციების გვერდის ავლისთვის ვერ გამოიყენებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ივან კორჩოკთან ბრატისლავაში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები გაუმართლებელია და ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის მედიაციისთვის.

“ისრაელი არ იქნება გზა, რომლითაც რუსეთი შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების დაწესებულ სანქციებს თავს აარიდებს”. – თქვა ლაფიდმა. 

მანვე დასძინა, რომ ამ საკითხს განიხილავენ ისრაელის ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკკის სამინისტროსთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და სხვებთან.

ცნობისთვის, ისრაელში უკრაინის ელჩმა ხელისუფლებას ისრაელის სასამართლოში უჩივლა, რადგან ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებით ათობით უკრაინელი გააბრუნეს აეროპორტებიდან.

„ისრაელმა სირაქლემას პოზიცია აირჩია“ – უკრაინის ელჩი ისრაელის ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოში უჩივის

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

magti 5g