რუსეთი ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, – ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის განცხადებაშია ნათქვამი.
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ Gasum-ს დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისს შეწყვეტს.
აღსანიშნავია, რომ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.