LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი კიევის მიმართულებით დრონებით იერიშს ახორციელებს – დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა

152
დრონები

უკვე მეორე ღამეა, რაც კიევის მიმართულებით რუსი ოკუპანტები „შაჰიდის“ ტიპის დრონებით შეტევას ახორციელებენ. უკრაინის დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მისადგომებთან მტრის, დაახლოებით, ათი სამიზნე გაანადგურეს.

მისივე ცნობით, იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები