LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მოლდოვაზე თავდასხმისთვის ემზადება: The Times

241
_methode_times_prod_web_bin_d41a2fb6-c95a-11ec-b4b6-e30a321b8cd3

რუსეთი ახალი ფრონტის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვასთან შეეცდება, – ინფორმაციას The Times-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება,“ – განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა სცადოს მოლდოვაში შეჭრა 9 მაისის შემდეგ, როდესაც რუსეთი აღნიშნავს „გამარჯვების დღეს“. ამ დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამოაცხადოს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც გამოიწვევს “დონბასის სცენარის” განვითარებას და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას.

წყაროს განმარტებით, მოლდოვაზე კონტროლის დაწესება გამოიწვევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას ოდესის შავი ზღვის პორტში.

ამავე დროს, გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ ემთხვევა დასავლური დაზვერვის შეფასებებს, რომლის თანახმადაც რუსეთს არ აქვს საკმარისი შესაძლებლობები ამ მარშრუტის უსაფრთხოდ დასასრულებლად ოდესის რეგიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ მისი თვითმფრინავების ჩამოგდების რისკის გარეშე. ასევე, საბრძოლო მასალის გადასატანად და ჯარების გადასაყვანად, რუსეთს სჭირდება სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მიკოლაივის და ოდესის რეგიონების ნაწილის გავლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g