რუსეთი სასტუმროების უმსხვილესი ქსელის გარეშეც რჩება – Marriott International აცხადებს, რომ 25 წლის შემდეგ, რუსეთში ყველა ოპერაციას აჩერებს, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანაში ბიზნესის წარმოება გაართულა.
„აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ახლად გამოცხადებული შეზღუდვები Marriott-სთვის რუსულ ბაზარზე ოპერირებას შეუძლებელს ხდის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ რუსეთში Marriott International-ის ყველა ოპერაცია”, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1 000-მდე კომპანიამ რუსული ბაზრიდან გასვლის, ან ოპერაციების შეზღუდვის შესახებ განაცხადა. რუსეთი სრულად დატოვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Starbucks და McDonald’s.