რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას, რომ უკრაინა ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
„ნება მომეცით, უბრალოდ ვთქვა, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აღნიშნა ბაიდენმა.