LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა – რას ცვლის ეს რეზოლუცია მსოფლიო გეოპოლიტიკასა და უკრაინის ომში

161
სტატია მტავარი(1)

რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფოა – ეს ევროპარლამენტმა ერთხმად აღიარა და შესაბამისი რეზოლუციაც მიიღეს. დეპუტატებმა სხდომა განაცხადეს, რომ ამით ერთგვარ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

„რეგულარული თავდასხმები და სიმხეცე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უტოლდება ტერორისტულ აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“ – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

კენჭისყრის წინ აღინიშნა, რომ დოკუმენტი უნდა იქცეს ნაბიჯად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სამართლებრივი დევნის გზაზე.

რეზოლუცია ევროპის ქვეყნებს არ ავალდებულებს რაიმე მოქმედებას და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მის მიღებას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 44-მა თავი შეიკავა, 58 წინააღმდეგი იყო. გაჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება საერთაშორისო ტენდენციას საქართველოც შეუერთდეს და მთავარი – რას ნიშნავს ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებით და რას შეცვლის გეოპოლიტიკური ცვლილებების პროცესში, როცა დასავლეთი გეუბნება, რომ შენ ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყანა ხარ.

 

 

       ძლევამოსილი რუსეთიდან ტერორისტ რუსეთამდე

 

მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომებს დასავლეთი რატომღაც ჩვეული ბიუროკრატიით და სიდინჯით აკვირდებოდა. მერე რა, რომ აგვისტოს ომში ქართველები დაიხოცნენ, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, მერე რა, რომ ყირიმის ანექსია მოხდა, მერე რა, რომ ჩვენ მიწა-წყალს ე. წ. საზღვრის უკანონო გადმოწევით ახლაც იტაცებს ოკუპანტი – ევროპა, ძირითადად, მხოლოდ შეშფოთებული რჩებოდა, რომელიც რუსეთს ისე მოუწოდებდა ხოლმე ცეცხლის შეწყვეტისკენ, თითქოს ნორმალურ სახელმწიფოსთან ჰქონოდა საქმე. ჰოდა, ეს ყველაფერი ერთიანად უკრაინის ომში იწვნიეს და მერე თავადაც აღიარეს, რა შეცდომები დაუშვეს 2008 წლის აგვისტოს ომში ან თუნდაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაერთი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის პარლამენტმა პუტინის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა. ცხადია, უკრაინა იყო პირველი. შეუერთდება თუ არა საერთაშორისო ტენდენციას საქართველო, ეს კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია.

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოაცხადა - რა წერია რეზოლუციაში

რეზოლუციაში რუსეთი აღიარებულია ქვეყნად, რომელიც ომის დროს „ტერორიზმის მეთოდებს იყენებს“.

სხვათა შორის ევროპარლამენტამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის წევრებს მოუწოდებს, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.

კიდევ უფრო მანამდე, ევროპის საბჭო იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის საპარლამენტო ასამბლეამაც (PACE) რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად ცნო.

საერთაშორისო ორგანიზაციების პარლამენტების გარდა, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოცხადებული აქვს 6 ქვეყნის — უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი საკანონმდებლო ორგანოს. კიევისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებების ფონზე მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებენ, სულ უფრო გაიზრდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ასეთი სიტყვებით მიმართა:

„სწორი იქნება, თუ თქვენი პარლამენტები რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებენ, როგორც ეს გააკეთეს ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა. სწორი იქნება, თუ თქვენი ქვეყნები მუდმივად გააძლიერებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ანტიევროპული ძალა გახდა. სწორედ სანქციების მუდმივი გამკაცრება არ მისცემს ტერორისტულ სახელმწიფოს ადაპტაციის და ტერორის უზრუნველსაყოფად ახალი გზების პოვნის საშუალებას“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას.

 

                 

 რას ცვლის რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება?

 

დავიწყოთ იმით, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია, რა ფორმითაა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებული. მაგალითად, უკრაინას რუსეთი კანონის დონეზე ჰყავს ტერორისტულ (2022 წელს) ქვეყნად აღიარებული. ეს კანონი უზრუნველყოფს უკრაინის დაცვას საინფორმაციო სივრცეში, კრძალავს რუსული ნეონაცისტური სიმბოლოების გამოყენებას და რუსეთს აღიარებს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომლის პოლიტიკური რეჟიმის მიზანია უკრაინელი ხალხის გენოციდი.

სხვა შემთხვევებში კი ადგილი აქვს პარლამენტის რეზოლუციის მიღებას, რომელსაც სავალდებულო სამართლებრივი სახე არ აქვს. ის უფრო სარეკომენდაციო ხასიათისაა და პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, საპარლამენტო რეზოლუცია არ არის იმავე მნიშვნელობის, რაც მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა ვაშინგტონი ამ დრომდე თავს იკავებს.

ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ საჭიროა, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება. 

საერთაშორისო სპეციალისტები ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ როცა მსგავსი აღიარება საერთაშორისო დონეზე ხდება, ეს რუსეთისთვის, ფაქტობრივად, განაჩენია. მისი თქმით, ეს უკვე მზადებაა იმისთვის, რომ პუტინი და სხვა ოფიციალური პირები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ვადები კი, ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

ეს მძიმე დარტყმაა რუსეთისთვის. ამით, მსოფლიომ, საბოლოოდ გარიყა რუსეთი ყველა დონეზე და მთელმა მსოფლიომ ის, ფაქტობრივად, ტერორისტად გამოაცხადა. კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება მოხდება. ეს უკვე საშუალებას მისცემს უკრაინის მოქალაქეებს, რომ ამერიკის სასამართლოების დახმარებით, კომპენსაციები მოითხოვონ რუსეთის მთავრობისგან. წინასწარი ინფორმაციით, გადახდა რუსეთისთვის დაყადაღებული აქტივების საშუალებით მოხდება. 

სანქციები უწესდებათ ასევე იმ პირებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობაში არიან ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოსთან. რა თქმა უნდა, საქართველოს ექნება პასუხისმგებლობა, რომ არ გაატაროს სანქცირებული პროდუქცია რუსეთის მიმართულებით და არ მოახდინოს ასეთი პროდუქციის საქართველოში შემოტანა. ეს ვალდებულებები ქვეყანას ახლაც აქვს დასავლეთის მიერ უკვე დაწესებული სანქციების პირობებში“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ევროპარლამენტის მიერ ამ რეზოლუციის მიღების დღეს რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. აფეთქებები იყო ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, ვინიცის ოლქში, ლვოვში, ოდესისა და პოლტავის ოლქებში – იტყობინებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„რაკეტები ყველასთვის საკმარისია“ – დიმიტრი მედვედევი

კიევში გაითიშა ელექტრომომარაგება და შეწყდა მეტროს მიმოსვლა. იტყობინებიან, რომ რაკეტა მოხვდა მინიმუმ ერთ ობიექტს. ხელისუფლების ცნობით, კიევის ოლქში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურის ობიექტები. კიევის ადმინისტრაციის ცნობით, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ლვოვი სინათლის გარეშე დარჩა, ქალაქის მერმა მოსახლეობა გააფრთხილა წყლის შესაძლო გადაკეტვის შესახებ.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო იტყობინება მასირებული დარტყმის შესახებ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მთელ რეგიონში. მისი თქმით, აქაც გათიშულია დენი.

ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქზე შეტევა, შესაძლოა, დღეს, 24 ნოემბერსაც მოხდეს.

mazda magti 5g