გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს.
მისივე თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
შოლცი ასევე აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინას ეხმარება როგორც ფინანსურად და ჰუმანიტარულად, ასევე უკრაინელ სამხედროებს იარაღითაც ამარაგებს.
“გერმანიის უკრაინისადმი მხარდაჭერის გათვალისწინებით სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთმა არამხოლოდ არ უნდა მოიგოს ეს ომი, არამედ ვერც მოიგებს”, – განაცხადა შოლცმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.