LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი წლების განმავლობაში მეზობლებს აშინებდა – საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენეს, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ არჩევნებში ჩარევას: იენს სტოლტენბერგი

51
იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ვიხილეთ რუსეთის ქცევის მოდელი, სადაც მათ ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებსა და სტანდარტულ და ბირთვულ შეიარაღებაში დიდი ინვესტიცია ჩადეს.

აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„წლების განმავლობაში, ისინი მეზობლებს აშინებდნენ, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენეს, ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია მოახდინეს. შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ, კიბერშეტევებსა და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდნენ.

აგრესიული ქმედებების ეს მოდელი, სამხედრო იარაღით დაწყებული, ჰიბრიდული კიბერ ინსტრუმენტებით დამთავრებული, ყველაფრის გამოყენებით, ნატო-ს ყველა მოკავშირეს აშფოთებს. ის, რასაც ვაკეთებთ, არის, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g