LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვეტილია

150

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვეტილია. ამის მიზეზი გახდა 500- კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე „კავკასიონზე“ მომხდარი ავარია გახდა.

როგორც „ფორტუნას“ „საქრუსენერგოს“  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით ფაჩულიამ განუცხადა, ”კავკასიონის” დაზიანების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

”სავრაუდოდ, დაზიანება უამინდობამ გამოიწვია. ნალექის სახით მოვიდა დიდი რაოდენობით თოვლი, რამაც, შესაძლოა, ხაზი დააზიანა. ვინაიდან გადამცემი ხაზი რთულ რელიეფზე გადის, ზამთრის სეზონზე მისი დაზიანების რისკი მაღალია”, – განაცხადა ფაჩულიამ.

მისი თქმით, დაზიანების ადგილზე გასულები არიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან დაზიანების ხარისხსა და მიზეზებს, შემდეგ კი დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

მომხდარი ავარიის მიუხედავად, საქართველოს ელექტროსისტემა გამართულად მუშაობს და მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. როგორც „ფორტუნას“ „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს, ავარიის გამო პრობლემა მხოლოდ 8 წუთის განმავლობაში შეიქმნა. ცენტრალურმა სადისპეტჩერომ სისტემის სქემა ოპერატიულად გადააწყო და ელექტრომომარაგება განახლდა.

ავარიამდე რუსეთიდან საქართველოშ დღე-ღამეში 300 მეგავატი სიმძავრის იმპორტი ხორციელდებოდა. როგორც „საქრუსენერგოში“ განაცხადეს, იმპორტი ავარიის ლიკვიდაციის და გადამცემი ხაზის აღდგენისთანავე განახლდება.

კომპანია „საქრუსენერგოს“ საკუთრებაშია 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები „კავკასიონი“, „იმერეთი“, „ქართლი I“ და „ქართლი II“.  რუსულ „რაოესთან “ ერთად 1996 წელს შექმილი ერთობლივი კომპანია ახორციელებს რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ტექნიკურ მომსახურებას.