LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რეგიონებსა და თბილისის ნაწილში ელექტროენერგიის შეზღუდვა ენგურჰესის ავარიულად გათიშვამ გამოიწვია

99

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

“დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

სისტემაში არსებული რეზერვების და იმპორტის ხარჯზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა“, – ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.