LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ცნობით, წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები ყირიმსაც ტოვებენ

105
1

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა, წვრთნების დასრულების შემდეგ ყირიმის დატოვება დაიწყეს.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიაში ასევე ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნების დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფები დისლოკაციის ადგილზე გადავიდნენ.

“სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ამოცანები, როგორც დაგეგმილი ტაქტიკური წვრთნების ნაწილი ყირიმის ნახევარკუნძულის ერთობლივი შეიარაღების საწვრთნელ მოედანზე, დილით მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს.

კოლონის მარშრუტის ნაწილი – 500 კმ-ზე მეტი სიგრძით – ტავრიდას გზატკეცილის მონაკვეთზე, ქერჩის სრუტეზე ყირიმის ხიდის გასწვრივ გადის”, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გუშინაც განაცხადეს, რომ დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა წვრთნები დაასრულეს და ბაზებში სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაბრუნებას იწყებდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები წვრთნებს რიგ რაიონებში აგრძელებენ.

მოგვიანებით, გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დეესკალაციას მას შემდეგ დაიჯერებდნენ, რაც საკუთარი თვალით დაინახავდნენ, თუ როგორ იხევს უკან რუსეთი და გაჰყავს საკუთარი სამხედრო დანაყოფები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g