LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხედავთ, რამხელა პროვოკაციებს აქვს ადგილი? ესაა სილის გაწნა პრორუსი „ოცნებისთვის“ – ვაშაძე რუსული უშიშროების განცხადებაზე

55
BeFunky-collage (2)

ეს არის რუსეთის მხრიდან ღია პროვოკაციული ქმედება და სახეში სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით, რომლებიც ვერაგად მიაქანებენ ქვეყანას რუსეთისკენ ევროპის ნაცვლად, – ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირში არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

ვაშაძის თქმით, ამ პროვოკაციის თანაავტორია „ქართული ოცნებაც“, რადგან მისივე შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთთან ქვეყანა მარტო დატოვოს.

„ეს, ჩემი აზრით, არის ღია პროვოკაციული ქმედება რუსეთის მხრიდან და ეს არის კიდევ ერთხელ სახეში სილის გაწნა ყველა პრორუსისთვის, პირველ რიგში პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით, რომლებიც ვერაგად მიაქანებენ ქვეყანას რუსეთისკენ ევროპის ნაცვლად.

ხომ ხედავთ, რამხელა პროვოკაციებს აქვს ადგილი? ჩვენ დაგვიცავს ერთადერთი რამ, ძლიერი თავდაცვა და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ისინი რომლებსაც დღენიადაგ თავს ესხმიან ეს მოღალატეები, რომლებიც მოკალათებულები არიან ხელისუფლებაში.

ცალსახად ვამბობ, ეს არის პროვოკაცია და მისი თანაავტორია პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც არაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და ყველაფერს აკეთებს, რომ მარტო დაგვტოვოს ამ პროვოკატორ, ტერორისტ სახელმწიფოსთან, რომელსაც რუსეთი ჰქვია. დადგება დრო, ყველაფერს ფარდა აეხდება, მაგრამ ამ „ეფესბეშნიკებს“ მოსკოვშიც კი არ შეიფარებენ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებებს და მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. მისივე განცხადებით, ყველა კანონი, რომელიც შეიმუშავეს სამუშაო ჯგუფებში და დაარეგისტრირეს, წინააღმდეგობაშია კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12- ვე პუნქტთან.

შეგახსენებთ, რომ რუსული უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ქერჩის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსი, სამი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.  მათივე ცნობით, დადგენილია კიდევ 12 თანამონაწილის ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

„ფეიკ“ სტრუქტურები არიან, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან“– უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის უშიშროებაზე