LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დესტრუქციული მიდგომების გამო, ჟენევის მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა – ლაშა დარსალია

91
1554307040-დარსალია-1024x682

რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული მიდგომების გამო, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა, – ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ისევ ზეწოლისა და მუქარის გზას ირჩევს.

„სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, აღნიშნული მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული მიდგომების გამო. რუსეთის ფედერაცია კვლავ ზეწოლისა და მუქარის გზას ირჩევს. ნებისმიერ მცდელობას, პოლიტიკური საკითხები იყოს გამიჯნული თუნდაც ჰუმანიტარული საკითხებისგან და გარკვეული წინსვლა გვქონდეს ადამიანების მდგომარების შემსუბუქების მხრივ, რუსეთი პასუხობს მხოლოდ საკითხის პოლიტიზებით და მცდელობით, რომ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, სწორედ ადამიანის უფლებების საკითხებზე ზეწოლის გზით“, – განაცხადა დარსალიამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გუშინ დაიწყო. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g