LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ ალიანსის 2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

72
ნატოს მინისტერიალი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა და ლატვიის საგარეო სამქეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა გახსნეს.

დავით ზალკალიანი: რიგის მინისტერიალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში

მათივე ინფორმაციით, ნატო-სა და პარტნიორების ურთიერთობის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარე კატერინა პისარსკა და აშშ-ს უილსონის ცენტრის ევროპული პროგრამების დირექტორი დენ ჰამილტონი.

ამ მინისტერიალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ და 2022 წლის ნატო-ს სამიტისთვის მოვემზადოთ: ზალკალიანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, ისაუბრა საქართველოს გაზრდილ როლზე ნატო-ს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ  მიმართულ ძალისხმევაში და ამ მხრივ ალიანსთან წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს სამომავლო სტრატეგიაში ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე პოზიციის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა.

უწყების ინფორმაციით, სესიის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე ნატო-ს მხრიდან საქართველოს და პარტნიორი სახელმწიფოების ქმედითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას ალიანსში გაწევრიანების მიზნისთვის,  განსაკუთრებით ამ ქვეყნების მიმართ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე.

 საქარათველოს საგარეო სამქეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქისრა საქართველოს მტკიცე არჩევანი ალიანსში გაწევრიანების შესახებ და მზადყოფნა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი მხარდაჭერისთვის

საჯარო დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ესტონეთისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, კრისტი კალიურანდი და ვალდის ზატლერსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები