LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი მხარდაჭერისთვის

78
იენს სტოლტენბერგი

„საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე განაცხადა, რომელშიც საქართველო და უკრაინაც მონაწილეობენ.

„განსაკუთრებით მივესალმებით მინისტრ ზალკალიანსა და მინისტრ კულებას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ამ სხდომაზე, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას

ივნისში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში და მიისწრაფვის ალიანსის წევრობისკენ.

ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ კვლავაც მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამ მინისტერიალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ და 2022 წლის ნატო-ს სამიტისთვის მოვემზადოთ: ზალკალიანი

magti 5g