რუსეთის დუმაში აფეთქება მოხდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შენობაში აფეთქდა ქიმიური ნივთიერებების ავზი, რომელშიც იატაკის დასამუშავებელი სითხე იყო.
მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი თანამშრომელი, მან თვალის და სახის დამწვრობა მიიღო.
დღის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დუმის შენობაში იმყოფებოდნენ მაშველები, სახანძრო მანქანები და სამართალდამცველები.
ექიმები ამბობენ, რომ დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარს პოლიცია იძიებს.