LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმის სპიკერი: აშშ-ს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება

96
ვიაჩესლავ ვოლოდინი

„შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება“, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

აღნიშნულით ვოლოდინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. აშშ-ის ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა ის, რაც მას სურს: ვაშინგტონს სურს რუსეთის ლოიალური და მის მიერ მართვადი პრეზიდენტი“, – აცხადებს ვოლოდინი.

მისი განცხადებით, რუსები მიიჩნევენ, რომ ეს სანქციები არა პუტინის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანის წინააღმდეგაა მიმართული.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g