LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმის წევრი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, არ მიიღონ მონაწილეობა თბილისში მიმდინარე აქციებში: „არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება”

168
რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელი ვასილი პისკარევი

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი, ვასილი პისკარევი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და ურჩევს, არ მიიღონ მონაწილეობა თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საწინააღმდეგო აქციებში. მისი თქმით „არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება”:

„ადამიანები, რომლებიც ამ ახალგაზრდების უკან დგანან, არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები”- მიხეილ ყაველაშვილი

„საქართველოში მცხოვრები რუსები ამ დღეებში მასიურად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ, ინსტრუმენტად ქცევა“ – განაცხადა პისკარევმა.

მდინარაძე: „კონტრაქცია კი არ არის, ეს არის „ოცნების“ ორგანიზებული აქცია – ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია“

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას – „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს – ვიოლა ფონ კრამონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები