უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქი სვიტლოდარსკი აიღეს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ცნობები ამის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
სვიტლოდარსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერხი ჰოშკოს თქმით, რუსი ოკუპანტები ქალაქში 24 მაისს დილით შევიდნენ და საკრებულოს შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.