მედიისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე, კრეისერ „მოსკვოვზე“ თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
რუსეთის სამხედრო საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ კრეისერზე თავდასხმა კომპლექსური იყო.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრეისერის ეკიპაჟის ყურადღების გადასატანად, Bayraktar TB2 უპილოტო საფრენი აპარატი გაიგზავნა, რის შემდეგაც ოდესის რაიონიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა.
„ფოტოზე ხედავთ, ალბათ, კრეისერის Moskva-ს სიცოცხლის ბოლო ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია სატელიტური კომპანიის Maxar-ის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ოკუპირებულ სევასტოპოლში და ზმეინის კუნძულთან ახლოს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
