LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის განცხადება „ბინძური ბომბის“ შესახებ აშკარა სიცრუეა – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი განცხადება

74
BeFunky-collage

რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს, აშშ-ი, დიდმა ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება და მას აშკარა სიცრუეს უწოდებს.

ერთობლივ სამთავრობო განცხადებაში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებენ, რომ მსოფლიო კარგად დაინახავს ესკალაციის საბაბად ამ ცრუ მტკიცების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას.

„ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. გავაგრძელებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ტერიტორია, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, მისივე თხოვნით ესაუბრა. ჩვენმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად. მსოფლიო დაინახავს ამ ბრალდების ესკალაციის საბაბად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას.

ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“, – აცხადებენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბოლო დღეების განმავლობაში ტეელფონით თურქეთის, საფრანგეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრები შოიგუს ინიციატივით შედგა, რათა უკრაინა დაედანაშაულებინა, თითქოს კიევი პროვოკაციებს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

ცნობისთვის, „ბინძური ბომბს“ უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

magti 5g