LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს – პესკოვი

94
დიმიტრი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ, ირაციონალურია. 

„რა თქმა უნდა, აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში მასშტაბურია. ეს შეიძლება უკიდურესად ნეგატიურად შეფასდეს. რუსების იზოლაციის, ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს“.  – აცხადებს პესკოვი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა.

ზელენსკი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან რუსები სხვის მიწებს იტაცებენ.

დღეს რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც რუს ტურისტებზე ვიზების გაცემა აკრძალეს.

„მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების პოზიციისთვის“ – ლიზა იასკო წერს, თუ როგორ „იღებენ“ სხვადასხვა ქვეყნები რუსებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g