მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი და მისი თანამოაზრეები ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა.
ალექსეი ნავალნისთან ერთად, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის „შავ სიაში“ – ლუბოვ სობოლი, გეორგი ალბუროვი და ვიაჩესლავ გიმადი, რუსლან შავედდინოვი, ტომსკის საქალაქო დუმის დეპუტატები – ქსენია და ანდრეი; ასევე ნავალნის შტაბის ყოფილი კოორდინატორები და ФБК-ს ყოფილი ოპერატორი, პაველ ზელენსკი მოხვდნენ.
კრემლის ტერორისტებისა და ექსტრემისტების მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 12 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. ყველა მათგანს, ეყინება საბანკო ანგარიშები და ეზღუდება ფინანსური ტრანზაქციები.