რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
„დღეს სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სახმელეთო დარტყმების შედეგად, რუსულმა სუ-24-მა ავიაკატასტროფა განიცადა,“ – ნათქვამია თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
მათივე ცნობით, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს, მაგრამ გადარჩნენ თუ არა, ცნობილი არ არის.
უფრო ადრე კი თურქულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავი, რომელიც მათ საჰაერო სივრცეს არღვევდა და გაფრთხილება არ გაითვალისწინა. თურქული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა 5 წუთის მანძილზე. ეკიპაჟმა 10 გაფრთხილება მიიღო, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და ამას კონტროლის სხვადასხვა საშუალებაც დაადასტურებს.