რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთ ბინაში გაზი აფეთქდა, რასაც მთელი სადარბაზოს ჩამონგრევა მოყვა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. აფეთქების შედეგად კორპუსში სულ 32 ბინა დაინგრა. მიმდინარეობს გამოძიება
https://twitter.com/KatPavlova/status/928608980120850432