LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოკუპირებული ცხინვალი საარჩევნო უბნებს გახსნის

69

რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.

საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის დეფაქტო ელჩმა მარატ კულახმეტოვმა თქვა და ისიც დასძინა, რომ უბნების გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთშიც იგეგმება.

დღეიდან რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მიღების შესახებ 23-მა ადამიანმა განაცხადა. მათ შორის არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,  ალექსეი ნავალნი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, გენადი ზიუგანოვი, ქსენია სობჩაკი, ეკატერინე გორდონი და პორნო მსახიობი ელენა ბერკოვა, რომელსაც საპრეზიდენტო ასაკი – 35 წელი ჯერ არ შესრულებია.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.

magti 5g