LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: „მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“

167
შარლ მიშელი

„მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება“, – ამ განცხადებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

განცხადებას მიშელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს:

„მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი .

ინფორმაციისთვის, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცედურა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები