LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, 2 საკვანძო სამხედრო-საზღვაო ობიექტი დაკარგა, რამაც ფლოტის მდგომარეობა შეარყია: ბრიტანეთის დაზვერვა

157
რუსეთის საზღვაო ფლოტი

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა 2 საკვანძო სამხედრო- საზღვაო ობიექტი დაკარგა. ამან ფლოტის მდგომარეობა შეარყია“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია ნათქვამი.

დაზვერვის ცნობით, რუსეთმა კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აღიარა. ბრიტანეთის დაზვერვაში განმარტეს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, „მასკვა“ საკვანძო როლს ასრულებდა, როგორც სამეთაურო ხომალდი, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიმართულებით.

„საბჭოთა ეპოქის გემი „მასკვა“ იყო რუსეთის საზღვაო ფლოტის „სლავას“ კლასის სამი კრეისერებიდან ერთ-ერთი. 1979 წელს ექსპლუატაციაში შესულმა კრეისერმა გაიარა კაპიტალური რემონტი თავისი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და დაბრუნდა ექსპლუატაციაში მხოლოდ 2021 წელს.

კრეისერის ჩაძირვა ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ზიანი მიადგა რუსეთის ორ სამხედრო-საზღვაო ობიექტს. პირველი მათგანი იყო „ალიგატორის“ ტიპის რუსული სადესანტო ხომალდი „სარატოვი“. ორივე მოვლენა დიდი ალბათობით აიძულებს რუსეთს გადახედოს თავის საზღვაო პოზიციას შავ ზღვაში.“ – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ნატო-ს მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფის გემები ბალტიის ზღვაში შევიდნენ და მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში მოკავშირე მეზობელ ქვეყნებთან ერთად

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g