LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის „სპეცოპერაცია“ გაჭიანურდა და უკრაინაში ფაქტობრივად ომია – ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია, ეს ჩვენს სიახლოვეს ხდება: ალექსანდრ ლუკაშენკო

176
ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა და უკრაინაში ფაქტობრივად ომია“. როგორც Associated Press-თან საუბრისას ლუკაშენკომ განმარტა, რომ „ბელარუსი ყველაფერს აკეთებდა და ახლაც აკეთებს, რომ ომი არ იყოს“.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ყველაფერს ვაკეთებდით და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჩემი წყალობით უკრაინასა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკებები. ვიცი რუსეთის პოზიცია. ვიცი, რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას. ამასთან, უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, საომარი მოქმედებები, არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით? ეს კიდევ ერთი კითხვაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

„ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენს სიახლოვეს ხდება. ჩვენ აქ ვართ და არა ოკეანის გადაღმა, როგორც აშშ-ია. ასევე ეს დაუშვებელია, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, დედამიწა ორბიტას მოწყვიტოს და უცნობი მიმართულებით გავფრინდებით. ამიტომ ეს დაუშვებელია. შეუძლია თუ არა რუსეთის ამ იარაღის გამოყენება, ეს რუსეთის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.