ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა, რის შემდეგაც მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მიჰკელსონმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან მისი მოსაზრებით, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი.
„ევროკავშირს მოვუწოდებთ, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
როგორც ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს წევრი, ამისთვის კი, მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის, ქართველი ხალხისთვისაც, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობის აღდგენა, რათა პუტინის ამ ტერორისტულმა რეჟიმმა ვერ განახორციელოს თავისი მისწრაფებები და თავისას ვერ მიაღწიოს.
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი გამოცხადდა ტერორიზმის დამფინანსებლად. ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომელსაც სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს და ამაში ძალიან ნათელი პოზიცია უნდა გვქონდეს.
ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს ასევე არის როგორც საქართველოს, ისე ბალტიის ქვეყნების, გაცილებით ფართო გავრცელება და გავლენა აქვს.
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა
სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს წევრი, ამისთვის კი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე ვისაუბრეთ დღეს.“– განაცხადა მარკო მიჰკელსონმა.