LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩასხეს სატვირთო მანქანებში და წაიყვანეს“ – მედიის ცნობით, რუსეთმა ესტონეთის საზღვარზე ათასამდე უკრაინელი გაიტაცა

80
Untitled design

რუსეთმა რუსეთ-ესტონეთის საზღვრის ტერიტორიიდან ათასამდე უკრაინელი გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც „უნიანი“ წერს, უკრაინელი მოქალაქეები ესტონეთში გადასვლას ცდილობდნენ.

ფაქტს ადასტურებს ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლაური ლაიანემეტსი და ამბობს, რომ რუსებმა ეს ადამიანები გაურკვეველ მიმართულებით წაიყვანეს.

„ბოლო დღეებში, რუსეთ-ესტონეთის საზღვართან, ათასზე მეტი, ძირითადად უკრაინელი მოქალაქე შეიკრიბა, რომელთაც ესტონეთში შესვლასაც ხელი რუსეთის ხელისუფლებამ შეუშალა, რის გამოც სასაზღვრო პროცედურები გაჭიანურდა.

ადრე საზღვარზე ათასზე მეტი ადამიანი იცდიდა, დღეს კი აღარ არიან – ჩასხეს სატვირთო მანქანებში და წაიყვანეს, სად წაიყვანეს, ჩვენ არ ვიცით, პოლიცია და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ახლა ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობს“, – აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, ეს ადამიანები საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას რამდენიმე დღე ელოდნენ. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია, ხალხის მასობრივად გაგზავნა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. სასაზღვრო სამსახური კი ამის დასადგენად დრონებს იყენებს.

„თუ ეს მოხდება, ესტონეთი ვერ დაადგენს, რომ ყველა ეს ადამიანი უკრაინელი ლტოლვილია, რა თქმა უნდა, ხალხის ამ ნაკადში შესაძლოა იყოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ყველა სახის აგენტი და სხვა პირი“, – თქვა მინისტრმა.

ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ უკრაინის საელჩოსთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, რათა ქვეყანაში შესვლის მსურველი ადამიანების ბიოგრაფიები შეამოწმოს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g