კანადის პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსეთის თავდასხმების გენოციდად აღიარების შესახებ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კანადელი დეპუტატების განცხადებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება მოსკოვის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი „სისტემური და მასიური ომის დანაშაულების შესახებ.“
კანადის თემთა პალატის შუამდგომლობაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მკვლელობებს, ცხედრების შებღალვას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ დაზიანებებს, ფსიქიკურ დაზიანებებსა და გაუპატიურებებს.
მიმდინარე თვის დასაწყისში კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ „აბსოლუტურად სწორია“ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უწოდებდეს გენოციდს.